მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
თვალი მოვკარ - დღეს მიწაზე დადიოდა მთვარე, საროსავით აშოლტილი... ნაზად მონარნარე... მომეჩვენა თითქოს ჩემთვის თვით სამოთხის კარი გაიღო და დავინახე საოცნებო მხარე.
მოეპაროს ცის თაღიდან მთვარე მომღიმარე... არც მსმენია, რომ შეექმნათ დედასა და მამას მზე - ლაჟვარდთა ნამდვილ მზეზე მეტად მოელვარე.
გულში რომ არ ჩამისახლდეს სატკივარი მწარე. განშორება მიჯობს, ვიდრე სანანებლად მექცეს ის, რაც ერთხელ ვიხილე და ვეღარ გავეყარე...
ბრძენი თუ ხარ, შენი სიბრძნე ახლა მოიხმარე... სიყვარულს ნუ გაურბიხარ შენ, საადი, ნურსად... ბედნიერი ხარ, თუ ვინმე მართლა შეიყვარე! |
პოეზიის გვერდი • • • • • • საადის პოეზია |