მისი მონა ვარ, ვისაც ძალუძს გულთა მონება, ან ვისაც სატრფომ დაუბნია ჭკუა-გონება. თუ არც შენ გიყვარს არავინ და არც ვის უყვარხარ, მაშინ ამქვეყნად უკვე აღარც დაგედგომება.
მეფობას მიჯობს, შენს წინაშე მოვდრიკო კეხი. ძნელი არ არის შენს ფეხთა ქვეშ მტვრად გადაქცევა, მაგრამ ვაითუ ამარიდო ლამაზი ფეხი.
გუმბათს, ზეცისას, აზანზარებს მოთქმა-კივილით. რამდენის გულში ყრუდ ინთქმება მეხი და გრგვინვა, ხოლო ბაგეზე ელვასავით უკრთით ტკივილი.
სიმართლის წერით ბრიყვებს, ალბათ, ფეხქვეშ ვედები, თუ მტერს არ უნდა, ტკბილი სიტყვით მოყვრად მიგიღოს, იცი, რას გეტყვი? - თქვას, რაც უნდა… ნუ აღელდები.
მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
ასჯერ ვუთხარი შენს ფარეშებს, გულს რაც ენება, არ მოისურვოს ვინმემ შენთვის სარკის ჩვენება, ვაჰთუ, საკუთარ ელვარე ღაწვს მოჰკრა თვალი და შენს თვალში ფასი დაეკარგოს სხვათა მშვენებას.
* * * * *
ამაღამ, როცა სატრფოს მოსვლა გადუწყვეტია, მტერსაც დავჯაბნი, მოვეშვები გან-გან ხეტიალს, დაე, სანთელი ჩაიწვას და მინავლდეს მთვარე, ის ღამე, როცა ჩემს გვერდით ხარ, დღეზე მეტია.
* * * * *
დღისით თუ მოხვალ, - ნოურუზი სხივებკრიალა, "გუშინ" წავიდა, ნუ იქნები "ხვალის" იმედად, "დღეს" აქვს ცხოვრებას რაღაც აზრი, მერე კი არა.
მთარგმნელი: გიორგი ხულორდავა |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |