მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1142 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

სიხარულისთვის დახშულია იმ სახლის კარი,

წივილ-კივილი საიდანაც მოისმის ქალის.

* * * * *

თუ ქვეშევრდომის ბაღში ხელმწიფემ,

დაუკითხავათ მოწყვიტა ვაშლი,

მისი შემყურე ლაშქარი იმ ბაღს

ძირფესვიანად ამოთხრის მაშინ.

* * * * *

გამიგონია, მორწმუნე კაცი

არ მიაყენებს მტერსაც კი წყენას.

ნეტა როდისღა უნდა გეშველოს,

თუ ახლა ჩხუბობ მოყვრებში შენა.

* * * * *

ნუ მიხვალ კეთილ მეგობართან მწუხარე სახით,

არ გაუფუჭდეს ხასიათი მას შენი ნახვით.

კეთილმოსურნეს ეახელი ღიმილის მჩენი,

რომ გაუხარდეს მას ორწილად დანახვა შენი.

* * * * *

არავინ აფასებს ბედნიერ დღეთ, დღეთ მოციმციმეთ,

ჩვენ გვახსოვს მხოლოდ მწუხარების დღეები მძიმე.

მდიდარს რა უჭირს, აბა იმას რა ედარდება,

თუ ღარიბისთვის რანაირი ზამთარი დგება!

* * * * *

ლომი, რომელმაც გაიწოდა მსხვერპლისთვის თათი,

ძაღლის ყეფაზე არ შეკრთება, არა აქვს დარდი.

ლოყა ლოყაზე მიაწებე ძლიერად სატრფოს,

არად ჩააგდო, მტერმა ხელზე გიკბინოს ამ დროს.

* * * * *

თვითონ ძაღლსაც ეხსომება შენი ლუკმის გემო,

შენს პატივს არ დაივიწყებს, თუნდ ყოველდღე სცემო.

და კაცი კი, ზოგი კაცი, რომ გადაჰყვე თანაც,

სულ პატარა წყენისათვის ყელს გაგიყრის დანას.

* * * * *

თუ ვინმე მოვა, ღამე ძალით ჩაგიქრობს სანთელს,

ხალხის წინაშე მოჰკალ იგი, ვინც ბედავს ამდენს.

* * * * *

არავის უთქვამს ფარშავანგზე - უშნო აქვს ბოლო,

და არც ეშმაზე, რომ სამოთხის არის ფერია.

ავი და კარგი კარგად უწყის ადამის მოდგმამ,

წიგნებში იმას კითხულობენ, რაც შიგ წერია.

* * * * *

თუ მეფემ სისხლი საკუთარი აღარ დაღვარა,

მისი სამეფო დაიცლება სისხლისგან მაშინ.

* * * * *

შენს უკეთესი უნდა ძებნო, ძებნიდე ოდეს,

შენისთანასთან ნუ დაკარგავ დროს ნურასოდეს!

* * * * *

საღი თესლიდან არ ამოვა საღი მცენარე 

თუ მისი ბედი არ იქნება პირმომცინარე.

* * * * *

მძლავრია შაჰი, ის ჭადრაკის დაფაზე ბრწყინავს,

თუკი გაება, დაიჩოქებს პაიკის წინაც.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - საადი  • • •   საადის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ