მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 674 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

დაიწვა ვნება და ჩემი სული

გააქალაქეს, ვით რესტორანი,

უიმედობამ ფიქრი დასწურა

და სულიწმიდად დამდევს ყორანი.


მაგრამ ფერწასულ დღეთა ლოცვაში

მალე გაქრება სიცოცხლის ტრფობა,

მეც შენთან მოვალ და გაციებულს

გადაგეხვევი, როგორც ობობა.


თითქოს გამზადილს ჯვარდასაწერად,

სამარადისო კოცნით დალორწილს,

გვერდს დაგიდგები და ფანტასტიკურს

მე გადაგიხდი საფლავში ქორწილს.


და შენი გიჟი ატორტმანება

გადააგორებს საფლავის ლოდებს.

ჩვენ ერთად შევქმნით მეორე კანას,

ქრისტეს ქიშპობაც რომ მოგველოდეს.


და ყოველ წლობით, თეთრ დეკემბერში

თვე მე და შენი გარდაცვალების

იქნება მესსა ანთებულ ვნების,

ჩვენი უხორცო ძვალთა წვალების.


ამ დროს მოუსწრებს სოფლად დღეობა,

ვნება ასტეხავს იქ გოგო-ბიჭებს

და საფლავებზე მოხუცი მღვდელიც

ჯვარგადასხნილი გადააბიჯებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკოლო მიწიშვილი  • • •   ნიკოლო მიწიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ