როცა დაწყევლილ ცოდვის ფრინველმა ცეცხლის სვეტები გადმომაყარა სულის ჭაობში გამოზრდილ გველმა უბედურება შემომახარა.
ჯვარზე ჰკიდია თვალდახეული ასე დამჩემდა უბედურება, ჩემი ვარსკვლავი გახდა წყეული და ჩემი ლექსი - ბედის მდურება.
დაქცეულია ყველა ხიდები. გამოვიტირებ ყველა იმედებს და ეგვიპტეში გავიყიდები.
ბედი დამეცა გლოვის ვარსკვლავად. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკოლო მიწიშვილის პოეზია |