საუკუნე, წელიწადი და თვე, კვირა, დღე და საათი და წუთი, წამი, მელანქოლია და მე, ყელში უშნოდ გაჩხერილი ბურთი.
გარეთ თავსხმა, გალუმპული თმა, "გაზაფხული შემოსულა ლენ", - როიალი, თითები და ხმა.
თვალი თვალში, მოპარული მზერა, გახელება, გაგიჟება, რითმა, სიყვარული, ღიმილი და წერა...
სველი დილა, ნაცრისფერი დღე... შიშველ მხრებზე მოხვეული ქარი, სიყვარული, აპრილი და მე... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ფრუიძის პოეზია |