ზეცა გაცრეცილ სიცოცხლეს ჰგავდა, ქუჩებს ფარავდა ყვავილთა მტვერი, უხმოდ ვიდექი სამოთხის კართან, სულგაყინული და ბინდისფერი.
იზომებოდა სიტკბო და სევდა, მე სიყვარული მჯობნიდა ცოტას და ჯოჯოხეთის აჩრდილი მდევდა.
იყო ტკივილი განუკურნელი, იყო ლოდინი, იმედით სავსე და ხორხოცობდნენ საუკუნენი.
|
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ფრუიძის პოეზია |