არ მიხერხდება კენტად სიმღერა, გაქრება მისი მსუბუქი ბოლი. როგორც ორი ფრთა სჭირდება ფრენას, ისე ჩემს გულსაც სჭირდება ტოლი.
სიმარტოვე და დუმილი დავგმე. ეგებ მოყვასმა ცალი ფრთა მომცეს, შემაძლებინოს გავფრინდე სადმე,
როგორც მწვანე რტოს წაიღებს მტრედი. განვაცდევინო ორი ფრთის შფოთვა და აფრენილი სიმღერა ერთი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |