სულში ფოთლების ქარიშხალია, სიმწიფის შნო და მოწყვეტის საფრთხე. მივდივარ, ვჩქარობ, არა მცალია, უკვე გასულა ცხოვრების შუადღე.
დაჭკნა ყვავილი, ფიქრის მთაფლავი. წინათ მეგონა, ხავსს ვეკიდები და ხელთ მიპყრია თურმე თავთავი.
ან მთის ფერდობზე დავკრიფო ნუში. წყალი ვერ შევსვი, ვერ მოვისვენე და შემოდგომა შრიალებს სულში.
მცირე საგზალი მიდევს აბგაში. ჩემს სულში ქარვის ქარიშხალია, მცირე იჭვი და ჩუმი განგაში.
ფინჩხა ყველი და ჭინჭილით ღვინო, და თუ შარაზე ღამემ შემღობა, არ მეძინება, რად დავიძინო?!
არ მინდა ლოცვა და ზიარება. კვლავ ჩამიარეს ძველმა ფიქრებმა, გამომაფხიზლეს კვლავ იარებმა.
ჯერ არ გამქრალა სიყრმის ნუგეში და საზრუნავი მეტი მაქვს ახლა, ვიდრე მქონია სიჭაბუკეში. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |