მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3838 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

გაყვითლებული სათირა

ჩიფირითა და ანაშით,

ტირის და თარსაც ატირებს

ჩახუთულ ჩაიხანაში.


მოხუცი აბდურახმანი

ძვალი და ტყავი გამხმარი,

ზის და კუპრივით ჩაის სვამს,

ეს არი მისი სამხარი!..


უნახავს მთაში "ბინები",

ზვავის ზარი და ჯახანი,

ყიზლარს ყივილი ყინვების

და ქარბორბალას ხარხარი...


კართან დაბმული ვერძია,

ვერძი კი არა - არხარი!..

- ადგა, თავის გზას ეწია,

თავისი ბარგიბარხანით.


წავიდა, წაიყოლია,

თავის ბებრული ზრახვანი...

- საწყალი აბდურახმანი,

ძვალი და ტყავი გამხმარი!..


არც ნაიბი ვარ არღუნის,

არც ვინმე ამილახვარი

- პატივი მიტომ მარგუნეს,

მიცნეს, არა ვარ ამ მხარის!


მიღიმის ოქროს კბილებით

პატრონი ჩაიხანისა,

და მკითხავს: - ხომ არ ინებებთ

ცხვრის დუმასა და ჰარისას?!


ღაწვზე ნაჩეხი ატყვია

ჩხუბში მოქნეულ დანისა,

- დმანისელ თათარს ვამგვანე,

მაგრამ რამ გაადმანისა!..


გარეთ თავგადაპარსული

ბიჭი აწვალებს სახედარს,

- თარიც მეამა, ფარსულიც,

ბაასი მეინახეთა.


განფენილია სოსანის

ფერი მიწაზე ფარდაგი...

- ვით ქარვის კრიალოსანი

ვმარცვლე მტევანის ბადაგი!..


არ მინდა მე სხვა ნირვანა,

კმაყოფილი ვარ ამითიც,

- თითქოს შარაზე შირვანის

შიმუნვარები დამიდის!..


ცაზე ვარდია შირაზის

და შემოდგომის ამინდი,

- მე კი ვზი ნოხზე ინახით

ძველაღმოსავლურ ყაიდით!..


სხვაგვარად იჯდა ნიადაგ

ჩემი გვარი და ჯილაგი,

... თავიდან ამეკვიატა

შორი შაირი შირაქის: -


- ლეკი ხარ, მაინც ლეკი ხარ,

იმამ შამილის ლეკვი ხარ!..

სანამ სატევარს დამკრავდი,

სახელი მაინც გეკითხა!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ