მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 654 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ამ ოც წელში გზა განვლიეთ წყვილად,

მთა და ბარში ხვეული და სწორი.

მთაში ბევრგზის შეგვხვდა დილა,

კართან ბევრგზის მოგვეწია თქორი.


მოგვაფრქვია სიხალისე, 

ჩამოგვრეცხა მტრის შური თუ ჭორი,

და შენ შემრჩი ხელში ისე,

როგორც ვაზი ან ლამაზი ქორი.


ორი ფრთა გაქვს, ერთი კვამლი,

ორი ბეჭდის გადაწნილი ზოლი,

შენს თვალში ჩანს ცისკრის ჭავლი,

შენს თმაზე დევს გაზაფხულის თოვლი.


დრო მიჰქრის და მაიმედებ,

ცხენს მიკაზმავ თუ მიჭედავ ნალებს,

წლები გვანან განვლილ ქედებს

და სახლი ჰგავს შენი ხელის ალერსს.


მეც არ მჯერა, თუ მოვხუცდი,

არ ვისვენებ, არ დამედოს ქონი,

შენს ჭაღარას მე მოვუცდი

და მერე კი დავბერდები, მგონი.


მარგე სითბო და სინაზე,

ნასადილევს უსიზმრებო ძილი.

მტკვარი გვიზის აივანზე

და მამულში წყვილად შეგვაქვს წვლილი.


რაც შეგვეძლო, გავისარჯეთ,

მე ლექსს ვწერდი, შენ გზავნილი წერილს.

კიდევ ბევრჯერ გავალთ გზაზე,

რომ მეგობრებს არ ჩამოვრჩეთ მერმისს.


თუ დაგვჭირდა, შევმჭიდროვდეთ,

ხელისგულზე მოვთავსდებით მყისვე,

ღამე ვარსკვლავს ვეჭიდებიდა შენს სუნთქვას,

ვით წყაროს ხმას, ვისმენ.


მეც შემეძლო ჩეხვა შეშის,

მთაში ირმის შეპყრობა თუ ჯიხვის

ცდა და ღელვა მოსახვევში,

ოფლის დაღვრა და გალხობა ჭირხლის.


დღეს შენ მიღებ სახლის კარებს,

ფანჯარასთან მე მიცდი თუ ქუხილს?

გამკრავ ქარში მომეფარე,

არ შეუშვა შინ წვიმები მწუხრის.


არ მოედო სადმე ეკალს,

როცა გზაზე სწყვეტ ვარსკვლავს თუ ყვავილს,

ხანდაზმული გრძნობა რეკავს,

მწუხრი რეკავს და ცისკარი ხვალის.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ