მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7113 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

გთხოვ, მაპატიო უცნაური ჩემი სიგიჟე,

ჰო, ამ წერილის ადრესატი არის ცოდვები, 

დღეს ნაცრად ვაქცევ ნიღბებივით აკრულ იმიჯებს, 

ფიქრებში მაინც შენს სუნთქვასთან გადმოვცოცდები.


მერე სიზმრებში ერთად ვნახავთ შავ-თეთრ სამყაროს 

და დავიწყებდით მეათასედ ისევ თავიდან.. 

ღამეს მოუნდა წლების მტვერი შემომაყაროს 

და საჭორაოდ უკარება მზესთან წავიდა...


აქ დაკვირტული ნაწერების ქაოსი მეფობს, 

ზოგი დავხიე, ზოგი ალბათ მაინც გადარჩა, 

მეგონა ღამეს არავისთვის გავტეხდი ერთ დროს,

იმ ძველ ვენებში ერთი წვეთი სისხლიც არ დარჩა.


რა სიბნელეა... სანთელს ვანთებ აუუ ვინა ხარ?! 

შენი პორტრეტი ავაკარი დაორთქლილ სარკეს,

უცებ მომინდა წავაწერო კედელს მიყვარხარ! 

შალმოხვეული უჯრა-უჯრა დავეძებ მარკერს.


იქნება გესმის მე, რომ ვწერ და გეძახი „ჩემო“,

რამ დაგაძინა თუ ეს ღამეც არის თვალღია, 

კარზე კაკუნი, ფეხშიშველი გავრბივარ „ჩემო“...

ჩვენი დამტევი გალაქტიკის მთელი თაღია!


შენ შემოდიხარ, არ გელოდი, ოდნავ იბნევი, 

ძირს მოფენილი ნაწერებიც ვეღარ დავხიე, 

ბოლო სტრიქონსაც მივაწერ და დაგიბრუნდები, 

მე ეს ბოდვები სუროსავით შემოგახვიე!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა ცინცაძე  • • •   ნანა ცინცაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ