მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1094 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შევიჭერ ბროლში, ვიმორჩილე ამაყი რაში,

ვჯირითობ მკრთალი მოთენთილად, ვით მთვარეული;

როცა მიტაცებს საოცარი ქროლვა-თამაში,

მარად მერანზე იყინება ჩემი სხეული.


თეთრი რაშები, დახოცილნი ბროლის სიმკაცრით,

ყრიან გარშემო ვით ქალწული ნაამბორევი.

ავიცარ სული იმედებით, დაფერფლილ აზრით, 

შეირხა ზანტად უზენაეს ჩრდილთა მორევი.


მეფრქვევა თოვლი, მიცქერიან რაშები წყრომით,

და მე მხედარი გაყინული თეთრ ცხენზე ვკვდები.

ბროლში სამყარო გამოჩნდება - კვლავ მიუდგომი

და თავის საზღვრებს ასკდებიან რაშნი მკერდებით.


სპეტაკ სიკვდილის და სიცოცხლის უცხო მარულა: -

თეთრი სიგიჟე თეთრ მათრახით ათრთოლებს რაშებს,

ნერონთა ავი სახეებით ცა დაფარულა 

და მთვარე სდევნის უსახლკარო ბინდფერ აპაშებს.


კიდევ ზამთარი, გაზაფხულის დაგვიანება,

შლეიფისავით ნაცხადევი სულ დაიბურდა,

იმსხვრევა ქარში გაფითრებულ ბროლთა ზმანება

და კიდევ ერთხელ გაიელვებს მხედართა ურდო.


ჩნდებიან ღამით სასახლეში თეთრი ცხენები,

განწირულს მხედრებს მოელიან და ნავარდობენ,

იქ არის ჩემი სამუდამო განსასვენები,

სადაც რაშებზე ორეულნი თეთრად დარდობენ.


როცა სარკის წინ მე ვიკეთებ ყელსახვევს ცბიერს,

მირჩევს სარკიდან ორეული თავის დახრჩობას,

ვიგონებ მაშინ სასოებით რაშებს წუთიერს,

გაყინულ მხედარს ვეუბნევი მე: - გამარჯობას.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • •   ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ