მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ბაღში დგას თეთრი იასამანი
ჩაფიქრებული და უცნაური, -
არ უყვარს შფოთი, აურზაური.
არ უყვარს ჭორი, ლიქნა, ყვედრება, -
ამიტომ კაცი ვერ შეედრება.
აშრიალება იცის ხანდახან:
შენ ქარო, ასე შლეგი რადა ხარ!
ისე კი მეტად ჩუმი და წყნარი,
კდემამოსილი და მშვიდი არი.
ან რას შესწირა სიცოცხლე წრფელი?
დგას და რაღაც დიდ სასწაულს ელის.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები