|
რა კარგია ასე ხის ჩეროში ეგდო, ფიქრებს გაეკიდო მაღლა - კენწერომდე, არ გახსოვდეს შენი მშობლიური ერდო, გულზე მოშრიალე ჩრდილი გერწეოდეს. გულში იგივ დიდი სიხარული გენთოს, სევდა-სიმძიმილი ვეღარ გეწეოდეს, იყო უზრუნველი როგორც მაშინ, - ერთდროს, ბალახებში იწვე, თუთუნს ეწეოდე. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















