მე შენმა ეშხმა ადრევ დამშალა: ამ თეთრ მთებს შემრთო ნაწილ-ნაწილად; ეს მე ვარ: ცაზე ღრუბლის თავშალი, მე ვარ: სალი რომ ცაში აწვდილა...
ღამის სიჩუმე - ჩემი ფიქრია... წყაროა: ჩემი ცრემლი და სისხლი, თმა არის: კლდეს რომ ქუჩი მიჰკვრია...
მთების უბეში დაბორკებული, ჩემი ლექსია: მთების გრიგალი შენი სურვილით აბორგებული...
გეძახი გულით, განა გესლითა. რა ბრმა ხარ, რა ყრუ, რა უგრძნობელი: - ვერ მხედავ, ვერ მცნობ, არა გესმის რა...
ღილღოს მთებს შემრთო ნაწილ-ნაწილად... გამიგე, მიგრძნე, მზექალ, ლამაზო, - ისევ მაქციე სოფლელ ყმაწვილად! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია |