ხევსურეთ რა ამბავია, რა სიხარულის ხმებია, ცაში ბოინობს არწივი, კლდიდან ჯიხვები ხტებიან. ქედები ყინულიანი ერთმანეთს ჩახუტებია. ისმის ჭიხვინი ცხენების, ბლოღელე გადაიარეს კივილით, ჭენებ-ჭენებით, ლოდებზე ნალი წკრიალებს, წრიალებს ცეცხლის ენები. მურყიანების ლოტბარი, ხან ციცაბოზე ეშვება, ხან ლოდს ასკდება ტორტმანით, აცოცხლებს ღულის წყალ-ჭალას, მისი ხმატკბილნი ხოტბანი. მხრებგანიერი შარაგზა, ზედ მანქანები დაჰქრიან, ჩქამით ჯაბნიან არაგვსა, - ამას რას ხედავს ალუდა მამა-პაპეულ ალაგთან. მწვანე წარაფებს კეცავენ, ბუხრიდან, შუაცეცხლიდან კვამლი გაფრინდა ზეცამდე.. ეცადე ჩემო ხახმატო, ჩემო არხვატო ეცადე. მართლაც სიცოცხლის ფრთებია, გასთენებია როშკიონს, ხადუელს გასთენებია, აი რა მზეა ხევსურეთს, აი რა ტკბილი ხმებია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი გიგაურის პოეზია |