გამაგულადე, როგორც კვირია, და ჩემი ჩანგიც შენვე მომართე, შენ ჭერქვეშ, რაღა გასაკვირია, ვიმღერო სულის ამოხდომამდე.
და ჩამაფინე ხევში ნისლებად, გავუძლებ ქარის ამოხველებას, იმედის წყარო არ დამიშრება.
ვერ გამახელებ ერთგულს და მორჩილს, არ მეშინია ამ მოლოდინის, ვარ შენი სისხლი და შენი ხორცი.
შენი სითბოთი და შენი მადლით და სიყვარულის გასანაღდებლად კიდევ ვიპოვი დროსა და ადგილს.
შენმა სიმაღლემ თუკი ინება და არ დავრჩები გაწყვეტილ სიმად, არც დაკვეხნებად, არც დაპირებად!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი გიგაურის პოეზია |