მთების სილაღე რა არი, თუ არა ნისლი მანდილად! მზის სილამაზე რა არი, თუ არ მოხატა მან დილა?!
თუ ვერ მოიქნევს კალმახებს, თუ დროშად ვერ აშრიალებს მწვანე ფშანების სანახებს.
წელი რომ წყდება ქვიშაში! მოსვლა თუ დაგიგვიანოს, რა ოხრად გინდა ის შაში.
ნისლის და არა სმოგისა. წაბლის ტყე ვიყო ნამდვილი,- მწვანე ზღარბუნებს მოვისხამ.
ფსკერზე თეთრ კენჭებს განახებ, ცისფერ მორევში დავმალავ ვერცხლით დაფერილ კალმახებს.
ჩასმული ბროლში, შუშაში, მე ვიქნებოდი ძმისათვის დროზე მოსული დუშაში. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ომარ შამათავას პოეზია |