|
აუ, რამდენი დილა გასულა, რამდენი ღამე გამილევია, შეხედე კარგად, ჯერ ამ სურათში, ერთი ჭაღარაც არ მირევია.
კაცი ყველაფერს ხვდება რა გვიან, შეხედე კარგად, ჯერ ამ სურათში, ერთი იმედიც არ დამკარგვია.
გადაყოლია ზამთარს ფიფქიანს, შეხედე კარგად, ჯერ ამ სურათში, სიკვდილზე ერთხელ არ მიფიქრია.
რა საშინელზე საშინელია, შეხედე კარგად, ჯერ ამ სურათში, ხვალინდელი დღის არ მშინებია.
რა ცოტა დარჩა დასასრულამდი, ახალგაზრდობის, ახალგაზრდობის, ახალგაზრდობის ბოლო სურათი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















