მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1874 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თარგმნა: გივი გეგეჭკორმა

 

სინდისის ქენჯნა რით ჩავიკლათ, რაა წამალი,

რითი ვუშველოთ სინდისის წუხილს?

ის ჩვენს სხეულზე ხარობს, როგორც ჭია სამარის

და როგორც მატლი მომრევი მუხის.

სინდისის ქენჯნა რით ჩავიკლათ, რაა წამალი?


რომელ ღვინოში, რომელ კუპრში, რომელ სითხეში

ჩავაღრჩოთ მტერი, რომლის ისარიც

გვკლავს ჭიანჭველის მოთმინებით უსასტიკესი

და ხარბი არის, ვით კურტიზანი!

რომელ ღვინოში? რომელ კუპრში, რომელ სითხეში?


უთხარ, ლამაზო ჯადოქარო! თუ იცი, უთხარ

გონებას, შიშით წამოჩოქებულს,

ქვეშმოყოლილი, დაჭრილებში რომ ძლივსღა სუნთქავს

და რომ თელავენ ცხენის ფლოქვები;

უთხარ, ლამაზო ჯადოქარო! თუ იცი, უთხარ.


სულთმობრძავს, მგელმა ვისაც უკვე თავს დაუარა

და დასტრიალებს სვავი ფრაშფრაშით.

იმის იმედი უნდა ჰქონდეს-მეთქი, თუ არა.

რომ მოისვენებს თავის საფლავში?

სულთმობრძავს, მგელმა ვისაც თავს დაუარა!


ცა მოქუფრული შუქით როგორ უნდა გაივსოს?

როგორ გაგლიჯოს შუქმა წყვდიადი?

კუპრივით სქელი, უცისკროა და უდაისო

და არც ვარსკვლავთა კრთის მირიადი!

ცა მოქუფრული შუქით როგორ უნდა გაივსოს?


ვინ გვიქრობს-მეთქი, ტავერნების ფანჯრებში იმედს,

ძლივს რომ ბჟუტავდა და სულს ღაფავდა?

უმთვარო ღამე წამებულებს აწვება მძიმედ,

როგორ მივიდნენ თავშესაფართან?

ვინ გვიქრობს-მეთქი, ტავერნების ფანჯრებში იმედს!


თქვი, ჯადოქარო, დატანჯულხარ ტანჯული ძმისთვის

ან ცოდვა მისთვის თუ შეგინდვია?

რა შხამიანი ისრები აქვს თუ იცი, სინდისს

ან როგორ ისვრის და რა მშვილი აქვს?

თქვი, ჯადოქარო, დატანჯულხარ ტანჯული ძმისთვის?


შეუნდობელი ცოდვა ჩვენს სულს ბოლოს მოუღებს,

შეუბრალებლად ეშვებს გაგვიყრის.

როგორც ტერმიტი, ის დაგვიმხობს სულის მონუმენტს,

დამხობას იწყებს იგი საძირკვლით.

შეუნდობელი ცოდვა ჩვენს სულს ბოლოს მოუღებს!


თუმც დავსწრებივარ მე ბანალურ თეატრს მრავალჯერ,

სადაც ორკესტრი როცა გრგვინავდა,

ვიღაც ფერია ჯოჯოხეთურ ზეცის თავანზე

აგიზგიზებდა ცისკრის ჩირაღდანს;

თუმც დავსწრებივარ მე ბანალურ თეატრს მრავალჯერ!


და იმ სინათლის, ბურუსის და ოქროს ფერია

ძირს ანარცხებდა მუდამ სატანას;

მაგრამ ჩემს სულში სხვა ლოჟა და სხვა პარტერია,

არ ღვიძავს იმედს, თუნდაც პატარას,

რომ ნახავს შუქის, ბურუსის და ოქროს ფერიას!


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - შარლ ბოდლერი • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ