მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6187 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

* * * * *

მთარგმნელი: გივი გეგეჭკორი

 

აბორგებული სტიქიონის მკერდზე მატროსებს,

როცა შეიპყრობს ნაღველი და გართობა უნდათ,

იჭერენ ხოლმე ზღვის ფრინველებს, დიდ ალბატროსებს,

რომელნიც ხომალდს მოწყენილნი მისდევენ გუნდად.


მსხვერპლი უხეშად დაგდებული აწყდება გემბანს,

ლაჟვარდის მეფე, მოწყვეტილი ცას და სინათლეს,

მოუქნელი და შერცხვენილი უმწეოდ კვდება

და ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს.


ახლახან ცაში ადიოდა ჩვეულ სისხარტით,

ახლა უმზერენ უსიცოცხლოს, ტლანქს და საძაგელს,

ხარხარით სჩრიან აბოლებულ ჩიბუხს ნისკარტში

და ხტუნვა-ხტუნვით დაკოჭლებულ ფრთოსანს ბაძავენ.


ასე პოეტი მშვილდოსანთა უძლებს დაცინვას,

ღრუბლებს ბრძანებლობს და გრიგალთან ღამეს ათენებს,

მაგრამ მიწაზე, სადაც კაცთა დგას ღრიანცელი,

რომ გაიაროს, ფრთები უშლის გოლიათური.

 

* * * * *

მთარგმნელი: შალვა კარმელი


როს მეზღვაურებს, ზღვის უფსკრულში სადაც ქვებია,

შეხვდებათ ხოლმე ლურჯ ეთერის ნაზ უფროსების,

დაჭერა დიდ, თეთრ, ფრინველების, ალბატროსების,

გაბედულ ხომალდს უდარდელად რომ დაყვებიან,


ფიცრებზე სდებენ: დაცემული, გულნამწყვდიადი,

როგორც ორ ნიჩაბს ტალახიანს და მძიმეს ქვიშით,

ღრუბელთ იქით მხრის ადრინდელი მეფე ზვიადი

ხომალდის ბანზე ფრთებს დატეხილს მიათრევს შიშით.


ამაყი შვილი ლაჟვარდისა, გრიგალს და წვიმას

ვინც არ უკრთოდა, დღეს თვის სახელს აქ იზიანებს;

ჩიბუხის ბოლით მეზღვაური აშინებს იმას,

თავს დახარხარებს და კოჭლობით აღიზიანებს.


მგოსანი, როგორც ალბატროსი, სანამ ცაშია,

ჰკვეთავს ქარიშხალს ყრუ ამიდის თანაზიარულს,

მაგრამ იქ ძალა და შეძლება მხოლოდ ფრთაშია, -

უფრთობა ქვეყნად კი უძნელებს ხალხში სიარულს!..

 

* * * * * *

მთარგმნელი: დავით აკრიანი

 

მეზღვაურები, თავის ამ გზით შემაქცევარნი,

ხშირად იჭერენ ალბატროსებს, ზღვის დიად ფრთოსნებს,

რომლებიც მუდამ-შორ ცურვათა ზანტი მდევარნი -

კვალში უდგანან გემებსა და მათ მკვიდრ ნაოსნებს.


როგორც კი კაცნი მათ დასვამენ ხომალდის ბანზე,

ცის ამ მეფეებს, აწ უშნოებს და შერცხვენილებს,

დაეკიდებათ თეთრი ფრთები საბრალოდ ტანზე

და უგავთ ნიჩბებს, უმოქმედოდ გემზე შთენილებს.


რა საბრალოა გაწუწული ეს მოგზაური!

ან ის ბრწყინვალე მოცურავე სად გაქრა ნეტა?

ხან თუ ნისკარტზე ჩიბუხს ურტყამს მას მეზღვაური,

ხან ვითომ კოჭლობს იმ კუტივით, უწინ რომ ფრენდა.

პოეტი მოჰგავს ამ უფლისწულს ღრუბელთა მხარის,

ის ძმობს ქარიშხალს, ტყვია-ისრის არადჩამგდები,

და როცა ტყვეა მიწისა და გნიას-ხარხარის,

მას სიხარულში ხელს უშლიან ვეება ფრთები

 

პოეზიის გვერდი • • • პოეზია - შარლ ბოდლერი • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ