მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
სიცოცხლის, ტოტზე რწევის,
ამოეწურათ ვადა;
ჩემს თვალწინ მოწყდა გუშინ
ორი ფოთოლი ჭადარს.ყუნწები დააწყვილეს,
ფარფატი შეატყუპეს;
ერთი ასფალტზე გაწვა,
ერთიც - გაეკრა გუბეს.ნატიფად ჩამოქნილებს
რა უნდა ექნათ მეტი -
დაწრეტილებმა, ორთა,
ერთი ირგუნეს ბედი.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები