მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 24421 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

* * * ანაბელ ლი * * *

 

მთარგმნელი: ვალერიან გაფრინდაშვილი

 

ის უეჭველად იყო ოდესმე -

ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში,

იქ საოცნებო სცხოვრობდა ქალი,

ვისაც ჰქვიოდა ანაბელ ლი.

ჩვენ ერთმანეთი მეტად გვიყვარდა

და მხოლოდ ამით ჩვენ ვსულდგმულობდით.


ვსუნთქავდით ტრფობით, ვით ორი ბავშვი,

ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში

შემორკალულნი თავდავიწყებით

მე და სათუთი ანაბელ ლი,

შურით გვიცქერდნენ სერაფიმები:

ეს ტრფობა ჩვენთვის ვერ ეპატივნათ.


მიტომაც მოხდა - მოხდა ოდესმე,

ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში

დაბერა ქარმა უბოროტესმა

და გააფრინა ანაბელ ლი,

ჭირისუფლების მოსულმა კრებამ

ჩემგან წაიღო ის სამუდამოთ,

რომ მიებარათ სარკოფაგისთვის

ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში.


ჩვენს ნეტარებას თვით სამოთხეში

ვერ განიცდიდენ სერაფიმები

მიტომაც მოხდა (ეს ყველამ იცის

ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში)

მოვარდა ღამით ბრმა ქარიშხალი

და მოჰკლა ჩემი ანაბელ ლი.


ჩვენ სიყვარულში აღვემატენით

ჩვენზე ხნიერებს, ჩვენზე უფროსებს,

იმათ ვინც იყო აღვსილი სიბრძნით.

ანგელოზებმა და დემონებმა

ვერ დაგვაშორეს ჩვენ ვერასოდეს.

და განუყრელნი ვიყავით სულით

მე და სპეტაკი ანაბელ ლი

წლებით მდიდარი.


მთვარის დაისში წარმომიდგება

დაუვიწყარი ანაბელ ლი,

როგორც ვარსკვლავნი მისი თვალები

გადმომცქერიან ცის მწვერვალიდან.

ღამის ციმციმში მე მასთანა ვარ,

ჩემ საცოლესთან ჩემ სიყვარულთან

და იმის გვერდით მე გართხმული ვარ

იქ, უცხო ქვეყნის ცივ აკლდამაში.

 

* * * ანაბელ ლი * * *

 

მთარგმნელი: შოთა იათაშვილი

 

ეს მოხდა ზღვის პირას, ერთ დიდ სამეფოში,

დიდი ხნის, დიდი ხნის წინ,

იქ ერთი ქალწული ცხოვრობდა, რომელსაც

ეძახდნენ ანაბელ ლის;

მას ისე ვუყვარდი, არას დაეძებდა,

ოღონდ მყვარებოდა ის.

ყმაწვილი იყო და ყმაწვილი ვიყავი

ზღვის პირას დიდი ხნის წინ,

მაგრამ სიყვარულში სიყვარულს ვჯობნიდით

ჩვენ - მე და ანაბელ ლი;


და ამ სიყვარულის ერთხელაც შეშურდათ

ფრთიან სერაფიმებს ცის.

ეს იყო მიზეზი იმისი, რაც მოხდა

ზღვის პირას დიდი ხნის წინ,

ქარმა დაიქროლა ღამით და მოჰგვარა

ჟრჟოლა ჩემს ანაბელ ლის;

წამიც, და ამაყი ხალხი მისი გვარის

გაჩნდა და წამგვარეს მყის,

წამგვარეს, ჩაკეტეს შავბნელ აკლდამაში

დიდი ხნის, დიდი ხნის წინ.


ჩვენი აღმაფრენის რადგან ნახევარიც

არ ეგრძნოთ ანგელოზთ ცის,

ამიტომ მოხდა (ეს სუყველამ უწყოდა

ზღვის პირას დიდი ხნის წინ),

რომ ქარმა დაქროლა ცივი ღრუბლიდან და

მომიკლა ანაბელ ლი.

მაგრამ ნებისმიერ ბრძენკაცზე ძლიერად

ვგრძნობდით სიყვარულის ხიბლს -

და არც ლაჟვარდებში მცხოვრებ ანგელოზებს,

და არც ბოროტ სულებს წყლის,

არ ჰქონდათ უნარი, განეყოთ სულები

ჩემი და ანაბელ ლის: -


მას მერე სხივები მთვარის მახსენებენ

ყოველთვის ანაბელ ლის;

ვარსკვლავთა შუქი კი ფართო თვალებია

მშვენიერ ანაბელ ლის;

და ასე, ღამეში, ჩემს ძვირფას საცოლეს,

სიცოცხლეს, სიყვარულს ცივს,

ვუწევარ გვერდით მის შავბნელ აკლდამაში -

ეს მოხდა დიდი ხნის წინ.

 

* * * ანაბელ ლი * * *

 

მთარგმნელი: მერაბ მეტრეველი

 

ეს იყო ბევრი, ო, ბევრი წლის წინ,

სამეფოში, ნაპირად ზღვის

ქალწული ცხოვრობდა, იცნობდით ვინც

მშვენიერ ანაბელ ლის; -

რომ ყვარებოდა, მას სურდა მხოლოდ

და მყვარებოდა მეც მხოლოდ ის.


ის იყო ბავშვი, მეც ბავშვი ვიყავ,

როცა სამეფოში ზღვის

სიყვარულით, სიყვარულზე მეტით

გვიყვარდა მე და ანაბელ ლის -

ვით ფრთები ცაში სერაფიმების

იყო სიყვარული ის.


შეშურდათ ჩვენი დიდი ხნის წინ

სამეფოში, ნაპირად ზღვის

ქარმა დაბერა, შეყარა ღრუბლები

სული გაუთოშა ანაბელ ლის

ნათესავებმა კეთილშობილთა

მაშინ წამგვარეს ის...


და გამოკეტეს ძველ აკლდამაში

სამეფოში, ნაპირად ზღვის.

ანგელოზებსაც შეშურდათ ჩვენი;

ჩემი და ანაბელ ლის

სწორედ ამიტომ (ეს ყველამ იცის

სამეფოში, ნაპირად ზღვის)

ქარმა დაბერა შეყარა ღრუბლები

ბოლო მოუღო ანაბელ ლის.


და სიყვარულით ასე ძლიერით

ჩვენზე უფროსს უყვარდა ვის?

ან ჩვენზე ჭკვიანს, ნეტავი ვის?

ო, არც ანგელოზთ და არც დემონებს

რომ ბინადრობენ ფსკერზე ამ ზღვის

არ შეუძლიათ, რომ დააშორონ

სულები ჩემი და ანბელ ლის.


მთავრე ამოვა, და ჩემთან მოვა

სიზმარში ანაბელ ლი

ვარსკვლავი ბრწყინავს, თვალები მხიბლავს

მშვენიერ ანაბელ ლის...

სწორედ ამიტომ ყოველ ღამით მოვდივარ შენთან

ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ყველავ და ჩემო ერთავ

და იმ სამარხში, ნაპირად ზღვის

შენს გვერდით ვწვები, ნაპირად ზღვის...

 

* * * ანაბელ ლი * * *

 

მთარგმნელი: ...

 

ოდესღაც შორეულ შორეულ წარსულში

სადაც ნაპირია ზღვის,

სამეფო ქალაქში ყველა სილამაზით

იცნობდა ანაბელ ლის,

სულ ჩემზე ფიქრობდა, მიყვარდა ძალიან

მეც ძლიერ მიყვარდა ის.

ორივე ვიყავით პატარა ბავშვები

სადაც ნაპირია ზღვის

გვიყვარდა სულით და ზენა გრძნობებით

მე და ჩემს ანაბელ ლის.

მოშურნე თვალებით გვიცქერდნენ ზემოდან

სერაფიმები ცის


და ალბათ ამიტომ შორეულ წარსულში

სადაც ნაპირია ზღვის

ციდან მქის ტყვიისფერ ღრუბლიდან ნიავმა

დაჰბერა ანაბელ ლის.

და მისი მშობლებიც მოვიდნენ შორიდან

ჩემგან წაიყვანეს ის

ჩაკეტეს ცივი ქვის სამარხში სადღაც იქ

სადაც ნაპირია ზღვის

და ჩვენს ნეტარებას შურით დასცქეროდნენ

ის სერაფიმები ცის

და ალბათ ამიტომ (იცოდა ყველამ იქ

სადაც ნაპირია ზღვის)

სუსხიან ღრუბლიდან ბოროტმა ქარმა რომ

დაჰბერა ანაბელ ლის.


მსგავსი სიყვარულის გრძნობას ვერ განიცდის

ბევრი ვინც ხნიერი ასაკით არის,

თუნდაც წიგნიერი მცოდნეა მრავლის

ვერც ანგელოზები ზეციდან მზირალნი

და ვერც ურჩხულები ზღვის

სულით ვერასდროს დაგვაშორებენ

მე და ჩემს ანაბელ ლის.


მთვარე რომ ინათებს, ოცნებით ვინატრებ

მშვენიერ ანაბელ ლის,

ციმციმა ვარსკვლავებს, სანუკვარ თვალებს მის,

მშვენიერ ანაბელ ლის,

ღამეულ ფიქრებში მის გვერდით ვიქნები

ის ჩემი სატრფოა სათნო მშვენიერი

სადაც ნაპირია ზღვის

და ცივი სამარხი ქვის.

 

* * * ანაბელ ლი * * *

 

მთარგმნელი: ...

 

დიდი ხნის, დიდი ხნის წინ,

იქ ერთი ქალწული ცხოვრობდა, რომელსაც

ეძახდნენ ანაბელ ლის;

მას ისე ვუყვარდი, არას დაეძებდა,

ოღონდ მყვარებოდა ის.

ყმაწვილი იყო და ყმაწვილი ვიყავი

ზღვის პირას დიდი ხნის წინ,

მაგრამ სიყვარულში სიყვარულს ვჯობნიდით

ჩვენ - მე და ანაბელ ლი;


და ამ სიყვარულის ერთხელაც შეშურდათ

ფრთიან სერაფიმებს ცის.

ეს იყო მიზეზი იმისი, რაც მოხდა

ზღვის პირას დიდი ხნის წინ,

ქარმა დაიქროლა ღამით და მოჰგვარა

ჟრჟოლა ჩემს ანაბელ ლის;

წამიც, და ამაყი ხალხი მისი გვარის

გაჩნდა და წამგვარეს მყის,

წამგვარეს, ჩაკეტეს შავბნელ აკლდამაში

დიდი ხნის, დიდი ხნის წინ.


ჩვენი აღმაფრენის რადგან ნახევარიც

არ ეგრძნოთ ანგელოზთ ცის,

ამიტომ მოხდა (ეს სუყველამ უწყოდა

ზღვის პირას დიდი ხნის წინ),

რომ ქარმა დაქროლა ცივი ღრუბლიდან და

მომიკლა ანაბელ ლი.

მაგრამ ნებისმიერ ბრძენკაცზე ძლიერად

ვგრძნობდით სიყვარულის ხიბლს -

და არც ლაჟვარდებში მცხოვრებ ანგელოზებს,

და არც ბოროტ სულებს წყლის,

არ ჰქონდათ უნარი, განეყოთ სულები

ჩემი და ანაბელ ლის: -


მას მერე სხივები მთვარის მახსენებენ

ყოველთვის ანაბელ ლის;

ვარსკვლავთა შუქი კი ფართო თვალებია

მშვენიერ ანაბელ ლის;

და ასე, ღამეში, ჩემს ძვირფას საცოლეს,

სიცოცხლეს, სიყვარულს ცივს,

ვუწევარ გვერდით მის შავბნელ აკლდამაში -

ეს მოხდა დიდი ხნის წინ.

 

* * * ანაბელ ლი * * *

 

მთარგმნელი: ...

 

ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინათ,

(ბავშვობას ვიგონებ ძლივს),

ზღვის პირად გოგონას ეპოვნა ბინა

და ერქვა მას ანაბელ ლი.


გოგონას ვუყვარდი, ცოცხლობდა ტრფიალით.

არ ჰქონდა ოცნება სხვა,

ისიც ბავშვი იყო, მეც ბავშვი ვიყავი -

სამეფოს გარს ერტყა ზღვა, -

მაგრამ ჩვენ გვიყვარდა და ეს სიყვარული

იყო სიყვარულზე ღრმა.

ზეცის ანგელოსნიც შურით მიღალულნი

გვიჭვრეტდნენ მე და მას.

 

ეს იყო მიზეზი, რომ ზღვის სამეფოში

მოვარდა ქარი ცის,

სიკვდილი მოჰქონდა პატარა გოგოსთან

და შესცივდა ანაბელ ლის.

შესცივდა, გაცივდა…და ნათესავებმა

ის წაიყვანეს შორს,

ზღვის პირას გათხარეს ობოლი სამარე

და მე მომწყვიტეს სწორს.

ზეცას შეშურდა ტრფიალი ბავშვთა,

შურით დაგვცქერდა ძირს,

ეს იყო მიზეზი, რომ მღელვარე ზღვასთან,

სად ყოველთვის ხმა იმის ზღვის,


ქარი მოვარდა ღამით ერთ წამით და უცებ

გამოაცალა სიცოცხლე ანაბელ ლის.

რადგანაც თუმც ორნივ ბავშვები ვიყავით,

გვიყვარდა იმათზე ძკიერი ტრფიალით,

ვინც ჩვენზე უფროსი და ბრძენი იყო.


ვერც ანგელოსნი და ვერც დემონები,

ზღვაში რომ მკვიდრობენ სულ,

ჩემს სულს გაციებულს ვერ დააცილებენ

ჩემი სწორფერის სულს.


როცა კაშკაშა მთვარე

მიღებს ოცნების კარებს

ვხედავ მშვენიერ ანაბელ ლის.

და ვარსკვლავებიც მკრთალი

მუდამ მაგონებს თვალებს

ჩემი ძვირფასი ანაბელ ლის.

ღამით რომ ვდარდობ-მარტო

მგონია ვწევარ მასთან ერთად

ჩემი მიჯნურის, სწორის, ჩემი სიცოცხლის გვერდით,

იმის გაყინულ საფლავის ქვასთან,

მის სამარეში მღელვარე ზღვასთან.

 

* * * Edgar Allan Poe - Annabel Lee * * *

 

It was many and many a year ago,

In a kingdom by the sea,

That a maiden there lived whom you may know

By the name of Annabel Lee;

And this maiden she lived with no other thought

Than to love and be loved by me.


I was a child and she was a child,

In this kingdom by the sea:

But we loved with a love that was more than love -

I and my Annabel Lee;

With a love that the winged seraphs of heaven

Coveted her and me.


And this was the reason that, long ago,

In this kingdom by the sea,

A wind blew out of a cloud, chilling

My beautiful Annabel Lee;

So that her highborn kinsman came

And bore her away from me,

To shut her up in a sepulchre

In this kingdom by the sea.


The angels, not half so happy in heaven,

Went envying her and me -

Yes! - that was the reason (as all men know,

In this kingdom by the sea)

That the wind came out of the cloud by night,

Chilling and killing my Annabel Lee.


But our love it was stronger by far than the love

Of those who were older than we -

Of many far wiser than we -

And neither the angels in heaven above,

Nor the demons down under the sea,

Can ever dissever my soul from the soul

Of the beautiful Annabel Lee:


For the moon never beams, without bringing me dreams

Of the beautiful Annabel Lee;

And the stars never rise, but I feel the bright eyes

Of the beautiful Annabel Lee;

And so, all the night-tide, I lie down by the side

Of my darling - my darling - my life and my bride,

In her sepulchre there by the sea,

In her tomb by the sounding sea.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ