მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 427 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

როცა სოფელს შთანთქავს ღამე, ჩასთვლემს მთა და ველი

როცა, თურმე, სუნთქვას შეწყვეტს ფიქრის საბერველი.

და სიზმარი დააშენებს მიწას ზღაპრის კარავს

ვიღაც კაცი ამ დროს აწყობს საქმეს გულშემზარავს.

როგორც ძაღლი შემპარავი, მიდის საფლავებთან

და ვით გველი არღვევს მიწას სამახსოვრო ქვებთან.

და რაოდესაც არაწმინდა საქმეს გაათავებს -

დააგროვებს ცაცხვის ძირში მკვდრების დამხმარ თავებს.

გადააპობს, როგორც ჯირკებს, ის სულწაწყმედილი...

გადაცვეთილ თავის ქალებს ფრჩხილით, გაწმენდილით.

ყოველ თავში გაგიჟებით ურევს ცოდვილ ხელსა -

საქმეს ჩადის ღვთისგან კრულსა და არ გასამხელსა.

არღვევს თავებს. აჩვევს ტვინებს. ეძებს დამპალ აზრებს

წვალობს ღამით. ქრება დილით. მას მზე ვეღარ ასწრებს.

გარბის. შემდეგ სხვაგან ეძებს. ასე ქვეყნით-ქვეყნად,

ნახვა კაცის დაწყევლილის გახდა დასაკვეხნად.

ასე დადის მოუსვენრად ტვინის მარღვეველი

და არას დროს არ ისვენებს მისი მარცხის ხელი.

ამბობენ, რომ კაცი იგი ქვეყნის ბედსა სწერავს

მკვდარი თავის საიდუმლოს  რკინის გულზე სერავს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკოლო მიწიშვილი  • • •   ნიკოლო მიწიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ