მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეორგანიზაცია-რეკონსტრუქცია. ამასთან, საიტის ფეისბუქ გვერდი გატეხილია. ვცდილობთ დავაჩქაროთ დაბრუნების პროცედურები. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

საიტების მონეტიზაცია

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 262 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თარგმნა: გივი გეგეჭკორმა

 

სად მიაქვს უფალს ის ურიცხვი ანათემები,

მის სერაფიმებს რომ ვუგზავნით დღითა თუ ღამით?

- ვითარცა ტირანს, ამოყორილს სმითა და ჭამით,

მას აძინებენ კრულვის ჩვენის საამო ხმები.


კვნესა-ქვითინი ტანჯულთა და გულდაკოდილთა,

ეჭვი არაა, დამათრობელ მუსიკად ისმის,

თუკი - მიმთვლელი შენაწირი ამდენი სისხლის -

ეს მაღალი ცა ჯერ მაინც ვერ დაკმაყოფილდა.


ო, მაცხოვარო! გახსოვს ბაღი შენ ზეთისხილის?

მას რომ ჰვედრიდი, მოლოდინში წილხვედრ წვალების,

ვისაც ზეცაში აცინებდა ხმა სამსჭვალების,

რითაც მხეცებმა დაგიხვრიტეს სხეული ცვილის.


ღვთაებრივს, როგორ გიგზავნიდნენ ფურთხებით გმობას

სამზარეულოს თუ ბადრაგის არამზადები!

როგორ დაგცინეს ეკალწნულის თავზე დადებით,

თავზე, რომელშიც თრთოდა მთელი კაცობრიობა!


და როს სხეულის, მოწყვეტილის, სასტიკი წონა

შენ გიგრძელებდა ორ გაჭიმულ მკლავს ნამათრახევს,

როს ოფლი სისხლად ემცვრეოდა შენს ფერმკრთალ სახეს

და, დაკიდული, როს სუყველამ მზერით განგწონა -


არ მოგაგონდა ის თბილი და სხივუხვი დღენი,

როს დიდი აღთქმის აღსრულებად შენ აქ მოხველი?

როს მშვენიერი სახედარი - შენი ცხოველი -

გზებს მიჰყვებოდა, აყვავებულ რტოებით ფენილს,


როს უდიადეს იმედით და მხნეობით მკერდში

შენ გამორეკე ღვთის ტაძრიდან ვაჭრები გარეთ...

არ შეაღწია სინანულმა მაგ მკერდში მწარედ

უფრორე ადრე, ვიდრე შუბმა - შენს შიშველ ფერდში?


... მე კი, მე მართლა გავეცლები მთელ ამ დუნიას,

სადაც ქმედება ჩუმ ოცნებას არ ჰგავს სრულებით,

ავიღებ მახვილს და - მახვილით აღვესრულები!

- უარყო ღმერთი წმინდა პეტრემ... კარგად უქნია.


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - შარლ ბოდლერი • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

Loading...

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ