ეს ზეცა ზოგჯერ აუნთებს სისხამს ღრუბლის ხომალდებს თეთრაფრიანებს; ღამით მეწამურ ყვავილებს ისხამს, დღისით მზის თვალებს შეაბრიალებს. ხან შვიდი ფერით ველებს ანაზებს… ხან გაიელვებს და შემაზრზენი ქუხილის ხმები სწუხს ქვეყანაზე. ფანტავ ღრუბლების ბნელ ფარატინებს; მე გეურჩები მკლავებგაშლილი, ჰა, შთამაგონე, ან ამატირე… ათასი მნათი, ოქროს ჟინჟილა, მწამს, ჩააჩუმოს ცათა ძახილი აბობოქრებულ მიწის ყიჟინამ… თვითონ კირჩხიბი და თვითინ მარსი, რომ ქვეყნად ცოცხლობს მნათობი ერი და არსად კიდევ იმისი მსგავსი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე საჯაიას პოეზია |