მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1329 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შემოგვაღამდა ალი-აბადთან,

უღრან ტყის პირას გავკვესეთ ტალი.

წიფლის ტოტები წითლად განათდა,

ცაში ბუბუნით ავარდა ალი.

გავეხმაურეთ ერთმანეთს სროლით,

მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს.

სველ ნაბდის კალთებს ავარდათ ბოლი,

და ოხშივარი წინდებს და წაღებს.

სველი ხე მოჰყვა გადაბმულ შიშინს,

ვით ტყის ნადირთა უცნაურ ამბებს.

და მეძებრებიც უყეფდნენ შიშით,

კოცონის ირგვლივ გაწოლილ ლანდებს.

ტყეში კი ისევ ტკაცუნით ჭამდა,

ნადირი ნადირს რკოსა და ხეხილს.

ბერმუხის უკან მგლის თვალი სჩანდა,

მურყანის უკან ფოცხვერის ფეხი.

და მეძებრებიც უყეფდნენ ავსულთ,

მდინარის დუდუნს, ფოთლების ცვენას,

და ცეცხლის ენებს ზეცისკენ წასულს,

ვით ბუჩქში დამფრთხალ ხოხბების ფრენას.

გვეწადა დაღლილთ კოცონთან ძილი,

რა სჯობდა წიფლის ეშხიან ღადარს.

მაგრამ ამ ცეცხლის გიზგიზი ტკბილი,

ჯერ უფრო სწეწდა ვახშმობის მადას.

და ჩვენც რა გვსურდა სურვილის მეტი,

ხორცი და ცეცხლი არ გვქონდა განა?

მოკლულ ტახს მყისვე გავუპეთ მკერდი,

და ფიცხლად დავცხეთ შამფურებს დანა.

და დაემგვანა ის ღამე ქორწილს,

ბრუნავდა ცეცხლზე მწვადების ჯარა.

შამფურებს სტეხდა ნადირის ხორცი,

და ჩინჩხლებს ჰყრიდა მაშხალისგვარად.

ქარვისფრად აცმულ ქონიან მწვადებს,

ლოკავდა ცეცხლი ნდობით და ზრუნვით.

და ნაკვერჩხლებზე დაცემულ წვეტებს,

სდიოდა ნამდვილ საკმევლის სუნი.

გვქონდა სულ გვქონდა რაც გულით გვსურდა,

და მადაც გვქონდა დაღლილებს მგლური.

გავხსენით ცეცხლთან თხის ტყავის გუდა,

ნამჯაზე დავდეთ ყანწი და პური.

ჩამოვდგით დინჯად გავსილი გზისთვის,

ხელადა როგორც ძვირფასი განძი,

და საქართველოს მიწის და მზისთვის,

ინგილომ შესვა პირველი ყანწი.

ღამით მთელ ღამით, შფოთიან ძილში,

დაგვდევდა სიზმრად ყუმი და კახი.

და თასმანლუსთან ბერმუხის ძირში,

ხმელ ფესვებს გლეჯდა დაჭრილი ტახი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ