მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1004 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შემოდგომა


მზე ჩანელდა... ხევის ნისლი ნაპრალისკენ მიიჩქარის.

შეღონებულ დედა-მიწას აღარ ჰხვდება შუქი მთვარის...

მთა აოხრდა... ტყე ატირდა... აქვითინდა ფიჭვ-ნაძვნარი...

შიშველ ველად, გულ-საკვლელად აზუზუნდა ნიავ ქარი...

დასჭკნა ვარდი... დასჭკნა მდელო... კვნესით სწყდება ხეს ფოთოლი

იცრიცება საქართველო... იცრიცება მწვანე მოლი...

მიდის ყველა... მიდის ნელა...მიდის, ჰქრება ნისლის ზოლი...

და ჩვენც ასე, ჩვენც ყოველ დღე, ვკვდებით, ვქრებით, როგორც ბოლი...


ზამთარი


ცივა... ცივა... ჭაბუკ ზამთარს გაუშლია თეთრი ფრთები...

თეთრ ნაბადში გახვეულა მშობლიური ყვარლის მთები...

მგლოვიარობს კარ-მიდამო... მგლოვიარედ სჩანან ზვრები...

აღარ ისმის არც ფეხის ხმა, არც ურმული, არც სხვა ხმები....

თოვლი... თოვლი... ჩემს გარშემო ვეღარ ვხედავ ფოთლილ ჭალებს...

ვეღარ ვხედავ ტყის ქალწულებს, ტყის მშვენიერ ზღაპრულ ალებს...

ვერც სიმწვანეს, ვერც ყვავილებს, ვეღარც სოფლის მორთულ ქალებს -

ვეღარ ვხედავ... ვეღარ... ვეღარ... გულს სიცივე აკანკალებს...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გიორგი ქუჩიშვილი  • • •   გიორგი ქუჩიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ