მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2215 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სიტყვა ფიქრია მღელვარე, ეს გული კალმის წვერია, 

ქაღალდზე შავი მელანი დამდნარი გულის წვენია. 

ამ გულის წვენით ნაწერი, ქალავ, ალერსი შენია, 

რაც ჩემს გულს ცეცხლად ედები, მეორ-მესამე წელია. 

გშორდები, ფიქრი მატულობს გულის, გონების მწველია, 

ბედკრულს არავინ დამითმობს, კარგის დათმობა ძნელია, 

ხო იცი, წუთისოფელი რამდენად ცუდის მქნელია.


აგრე ვგრძნობ, აგრე მგონია, ავ სიზმარ ამიხდებისა, 

ან შენ რამ დაგემართება, მგმობი გახდები ბედისა, 

ან მე გამრიყავს ჭალაზე ზოვი დაღისტნის მთებისა, 

ან კლდეზე გადავვარდები, ჯოგი დამესხმის მგლებისა.

ჩამამყვებიან ყორნები, ჩრდილი დამფარავს ფრთებისა, 

სალეკოს მონათოსდება, ნაძოძი ჩემი ძვლებისა 

ან ტყვია შამათამაშებს გამოსროლილი მტრებისა.

შენს ნაცვლად ცრემლებს დამაყრის ცელქი ჩანჩქერი მთებისა, 

რა მამა დამიღონდება, რა დედა ატირდებისა. 

შენ მაინც დამიტიროდი, ჩემებრ ტანჯულო ბედისა.


კლდის ფხაზე თეთრო ყვავილო, სანთელო ქარაფებისა, 

ჩემს გულში, ჩემო მნათობო, მჩაგვრელო ვარსკვლავებისა, 

მე ჩემს გეძახი, არ ვიცი, იქნება გახდე სხვებისა, 

მოსწამლე ჩემი სიცოცხლე, წუთები მოსვენებისა. 

მშვიდობით, მენაც მივდივარ, დრო არი გამგზავრებისა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მიხა ხელაშვილი  • • •   მიხა ხელაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ