მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 9923 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ალექსანდრა ჯაფარიძეს

 

ეგ სახე მყინვართა სარკეშიც მინახავს,

მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდა მინანქარს.

ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს...

ქალი ხარ, ალი ხარ, მითხარი, ვინა ხარ?

არ გეყო ძალით რომ დაიპყარ ეს გული?

ახლა მთებს მიადექ რისხვით წარბშეკრული.

უფრთხილდი, ლამაზო, მთა განა გულია?

მანდ ყველგან ქარიშხლის ფრთა განაბულია.

და როგორც ლომები პირს რისხვით აღებენ,

ნისლებში ნაპრალთა ვეება თაღები.

უფრთხილდი, ყაზბეგიც ბერი ნუ გგონია,

ჭაბუკის გული აქვს ჭაღარა გოლიათს.

მაგ თვალთა ცდუნებას ვაჰ, თუ ვერ გაუძლოს,

დაგტოვოს თავისთან, მყინვართა საუფლოს.

... მაგრამ შენ სრულიად არ უფრთხი არაფერს

და როგორც კიბეებს, აბიჯებ ქარაფებს.

პირველი მიუძღვი გამოცდილ მთამსვლელებს...

ხან თოვლი გეყრება, ხან წვიმა გასველებს.

მე შენმა სურვილმა მთამსვლელად მაქცია,

წერაქვი მიჭირავს, წრიაპი მაცვია...

და ფრთხილად მოგყვები, შენსავით ვიქცევი...

რამდენჯერ აშკარა მარცხისგან მიხსენი.

ფეხი თუ დამიცდა ხელს მიწვდი მაშინვე,

რამდენჯერ დაღუპვას შენ გადამარჩინე.

მაგრამ ძირს, ქალაქში, როდესაც ჩავდივართ,

მთამსვლელთა ადათ-წესს ივიწყებ ადვილად.

შემხვდები ქუჩაში, გულცივად მიყურებ,

მანიშნებ: ბარშიაც მხსნელად ნუ მიგულებ.

ვგრძნობ, მე არ ვეკუთვნი მაგ თვალთა არჩევანს

და ვხედავ ჩვენს შორის ნაპრალის გაჩენას.

მე შენი სიმკაცრის ნაპრალში ვვარდები,

ძვირფასო, საშველად ნუ დაგვიანდები.

მე ყველა ნაპრალზე ეს მეტად მაშინებს...

კვლავ ხელი მომეცი, კვლავ გადამარჩინე.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ