მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 601 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

გარდერობიდან იგი გამოდის

როგორც მარაოს, აისვრის ხელებს

მას უყვარს უჯრა ჩემი კამოდის

და შიგ დაეძებს ზამთრის ჩურჩხელებს.

ის ჩემს ბინაში დადის უაზროდ.

თავის ყოფნაში მან დამაჯერა,

მაგრამ დამალვა ბევრჯერ მოასწრო,

როს დავაპირე მისი გაჭერა.

ჩემი ოთახის მას ბინდი უყვარს.

სხვაგან ჩემსავით არ მოელიან...

უკანასკნელად მე აღარ ვწუხვარ,

რომ ჩემი ბინა ასე ბნელია!

მკვდარ დედოფლების კაბებს ატარებს.

უხდება მთვარის პირსაბურავი,

მაგრამ მადონას ნუ შეადარებს

მას ათრთოლებულ რწმენით ნურავინ.

ის ცბიერია, თუ ჩავიკეტე,

მაინც მეწვევა მაღალ სურნელით

ის ჩემს ყელსახვევს ხშირად იკეთებს

და არის ქურდი განუკურნელი.

ის მევედრება, როგორც მთხოველი:

"ო, ნაფტალინის მეუფე გახდი,

და ყალბი თოვლით მოოქროვილი

გაიზიარე შენ ჩემი ტახტი!"

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • •   ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ