შენი წერილი მივიღე გუშინ, როგორ დაედო წამლად იარებს! თუ რამე ჰქონდათ სათქმელი გულში, აი, ისევ შენ გაგიზიარეს.
ცხოვრებამ უფრო ხელი დამრია! ვატყობ, სოფელში ვეღარ მოვიტან მკერდს ბაღდადიანს და წელს ქამრიანს.
და თურმე მირთავ ფარჩის ახალოხს, ნეტავ რად მინდა! ცხოვრების ტალღამ, ვინ იცის, რომელ კლდეს შემახალოს!
და მძიმე ჯვარი ზურგზე მკიდია, ჩემი ნიშნობის ქამარ-ხანჯალი ცოლს მეპურისთვის მიუყიდია.
ოხვრით მევსება გრძელი წერილი. ახალგაზრდული გული დავკარგე მზით ანთებული და აჟღერილი.
ძღვენს მიმზადებენ ნათლიდედები, და გოგონები, თმაგადაკრული, ღობესთან სხედან, როგორც მტრედები.
სადაც მზე ბრწყინავს - ქვეყნის უფალი, მხრებზე მეფინოს თეთრი რტოებით ნუში, ტყემალი და ალუბალი.
ვერც ყინულს დასძრავს წამით გალღობა... მე დამრჩეს გულში ოცნება თქვენი, თქვენ - უზრუნველი ჩემი ბალღობა!
იმ ერთი ქალის შავი ქალობა, ეხლაც თანა მდევს, როგორც ნუგეში, მისი ხმაა თუ შაშვის გალობა.
გამომაღვიძებს დილაადრიან, მეტყვის: იმღერე, მაშინ ახდება, შენს ბავშვობაში რაც გინატრია! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |