მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 923 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შენა ხარ ჩემი სიმღერის დედა

მუზა გიწოდეს დიდმა მგოსნებმა. 

შენ, ქალავ, იშვი როგორც ლეგენდა

და ძველი მითის გასხივოსნება.

შენზე ოცნებას ვიწყებ ხელახლა... 

და ჩემს ფიქრებში თავზე გევლები. 

შენ დაიბადე, რომ დანენახა

მშვენება უფლის საკვირველების.

შენ დაიბადე ცის სილურჯეში, 

როცა მზის სხივი ღამემ შენისლა. 

შენ დაიბადე როგორც ნუგეში

ამ ქვეყნად ჩემი გადარჩენისა.

შენ ცის თაღებზე ჩანდი ეულად

თავად მზის ტოლი, მზის ქალბატონი...

შენ დაიბადე და მეყვსეულად

ელვამ გაჰკვეთა ცის კაბადონი.

უშენოდ ყოფნა ცრემლის დენაა,

ხამ, შენზე ფიქრში სანთლად ვდნებოდე,

სიკვდილ-სიცოცხლე რა ბედენაა,

ამ ქვეყნად რომ არ მეგულებოდე?!

სიკვდილთან შებმაც გამიადვილე, 

ვის ვუთხრა დარდი გულში ნადები?

შენ ხარ ოცნება, ხარ სინამდვილე, 

შენ ხარ სიზმარი აუცხადები!..

შენა ხარ ჩემი სიმღერის დედა

მუზა გიწოდეს დიდმა მგოსნებმა. 

შენ, ქალავ, იშვი როგორც ლეგენდა

და ძველი მითის გასხივოსნება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - თამაზ წიკლაური  • • •  თამაზ წიკლაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ