მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1194 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ეკვრები ალუბლის რტოს,

დაგყურებს ლაჟვარდი ცის,

ყვავილთა ფიფქები თოვს,

წვიმა კი ნელ-ნელა ცრის.

ალუბალს აჩნია შრე,

ჟამთასვლის აჩნია შრე

ისე, ვით შენს გულის ტოლს,

შორს სადღაც საეჭვოდ ჟღერს...

და ისე ძალიან გთხოვ,

ო, მთელი გულით გთხოვ,

ერიდეთ ავდრიან დარს,

ერიდეთ წვიმას და თოვლს

ალუბლის რტომ და შენ.

ნამისგან აგისხამ მძივს,

იებით მოგირთავ ტმებს.

ვბარბაცებ... მოვდივარ ძლივს,

მეც მათრობს ასეთი თვე.

ღრუბელო, აქედან შორს,

ელვაო, აქედან შორს,

გრიგალო, აქედან შორს.

თქვენ გესმით?

აქ ვდგავარ მე...

ამ მიწას, ბალანებს, ველს,

ეს ორნი მატებენ შნოს.

…ცახცახებს ალუბლის რტო,

მივიდე?..

რა ვუთხრა ხეს?

კანკალებს ალუბლის რტო,

გული ხომ არა მაქვს ქვის?

ორთავეს შემოგხვევთ ხელს.

იქროლოს, თუ სადმე ჰქრის,

იჟღეროს თუ სადმე ჟღერს...

თქვენ ჰეი, შიში გაქვთ რის?!

ალუბლის რტოსა და შენ.


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - ნოდარ ნარსია  • • •  ნოდარ ნარსიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ