მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 783 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მთარგმნელი: გივი გეგეჭკორი

* * * * * * *

 

კაბარეთა ხმაური, ტროტუარის ტალახი,

გაძარცული ჭადრები - ქარისგან განალახი,

ომნიბუსი ჭრიჭინა, ძლივს რომ იჭერს ბორბლები,

რკინის კორიანტელი, შლამით დანადორბლები,

ზანტად რომ მოჩანჩალებს წითელ-მწვანე შუშებით,

წევა-წევით, კლუბისკენ მიმავალი მუშები,

ცხვირწინ პოლიციელნი - პირში ჩიბუხ-ნაღვერდლით,

ნესტი, სახურავიდან, კედლებს ჩამონაღვენთი,

ქვაფენილი სრიალა და ზედ გუბე მრავალი,

აი, ჩემი შარაგზა - სამოთხისკენ მავალი.

 

მთარგმნელი: ბაჩანა ჩაბრაძე

* * * * * * *

 

კაბარეთა ხმაური, გარყვნილების მორევი,

გაძარცული ჭადრები ქართა ნაამბორევი,

ოთხთვალათა ჭრიჭინა ზორბა რკინის ბორბლები,

ზლაზვნით მოგორავენი, შლამით დანადორბლები.

მწკრივი დაღლილ მუშათა, ბნელთა და უსიერთა

მხრჩოლავ ჩიბუხებითურთ ცხვირწინ პოლიციელთა,

ოღროჩოღრო ქუჩები, სავსე ნამწვავ-ნაღვერდლით,

ნესტი სახურავთაგან კედლებს ჩამონაღვენთი,

წვიმის ჩამონაჟონი სავსე გუბე მრავალი,

აი, ჩემი შარაგზა - ტაძრისაკენ მავალი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ