უცებ ზეცის გახსნას ჰგვავდა პირველ კბილის ამოსვლა და მაისის ია-ვარდმაც გვრიტის ენით დაგლოცა. დაგაფრქვია მაღლიდან, მზე კი სხივებს ბღუჯა-ბღუჯა შავ თვალებში გაყრიდა. დილის თვალ-მარგალიტი, მე მეგონა მიწა იძრა, როცა ფეხი აიდგი. მოეფერე მორჩილად და აკვანში შენს მაგიერ ჩააწვინე თოჯინა. არ აკენკონს მერცხლებმა, დილით ადრე მათ დაასწარ, სიბრძნე ღვივის ლექსებად. სიტყვას - სისხლით ნათესავს, შორეული ვარსკვლავები უფრო ახლოს გაკვესავს. ყვავილების წიგნივით, რომ დაგადგას ქართლის ძმებმა სიყვარულის გვირგვინი. მზეს შეხედო მორჩილად, ჩემს შვილიშვილს დაულოცო აკვანი და თოჯინა. |
პოეზიის გვერდი • • • |