| მზემ პირბადე გადაიძრო, გაუცინა ღრუბელს მტირალს, - ჰგავდა ქალწულს ოქროსთმიანს, ლურჯ სარკმლიდან გამომზირალს. თმაჟუჟუნა თეთრ წვიმაში ამოავლო სხივის წვერი და აჰკინძა ცეცხლის ძაფით ლექსი ცაზე დასაწერი. მზის სონეტი შუქმრავალი - შვიდ სტრიქონად დაწერილი. | 
 
| პოეზიის გვერდი   • • •  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია | 





 ფეხმძიმობა
 ფეხმძიმობა





















