აღარ ვამბობ სათქმელ-უთქმელს, ან სათქმელი ვის უთქვია, სიყვარული ჩავისუნთქე, ვეღარ ამომისუნთქია.
გული სიმწრით ნაწვნევია, ღელვებს დაღმართ-აღმართიანს ვეღარსაით დავღწვივარ.
დამაფრინდა უმკვირცხლესად, ასე რატომ დამემტერა, მეც ვკვირობ და უკვირთ სხვებსაც.
სიყვარული კურთხეული, გული მიცემს თოფის ხმაზე წამოგდებულ კურდღელივით.
ან სიმართლე ვის უთქვია, სიყვარული ჩავისუნთქე, ვეღარ ამომისუნთქია! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |