სივრცე ისევ ბნელი არი, რულს იჭვები აკრთობს. დალი დადეშქელიანი ელოდება სატრფოს. ვიღაც დადის იდუმალი, ფრთხილად სინჯავს კარებს, ერთი თეთრი სასთუმალი, ერთიც თეთრი მთვარე. ნისლი ქვეყნის დაბლა სცურავს, თვალი გაცვდა ცქერით - გზაზე არ ჩანს აფხაზურა, თამირ თარბას ცხენი! |