მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 787 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მეფის პორტრეტზე მღილი დაცოცავს,

მღილს მომცრო მღილი სურათებს უღებს.

მსხვილი - მეფეა, მიტომაც მომცრო

ელაქუცება, ულოკავს წუღებს.

- ”მეფეო, ახლა წარბთან შეჩერდით,

კოხტად დოინჯი შემოიყარეთ.

უჰ, როგორ ჰგავხართ, დაუშვით ხელი,

მეორე - თავზე შემოიხარეთ.

არის! ახლა კი ულვაშთან მიდით.

მის ულვაშს სჩაგრავს თქვენი ულვაში!

მე რომ ეს ფოტო არ გადამეღო,

მეყოლებოდა თავი კრულვაში.

არის! ახლა კი თვალთან მიბრძანდით.

გულმა ძალუმად დამიწყო ძგერა!

ბევრად ბასრი ჩანს თვალები თქვენი,

როცა აქვეა ამ მეფის მზერა.

ახლა კი ტუჩის კუთხესთან მიდით.

კადრში იქნება ღიმილი ორი.

და, რა თქმა უნდა, თქვენი სჯობია,

მეფევ ღიმილშიც არა გყავთ სწორი...”

ღოღავდნენ... მათ კი, ეგონათ, ვართო

შთაგონებული სულების წვაში...

მამის პორტრეტი მოჰნატრებოდა

და შემოვიდა დარბაზში ვაჟი.

ძლიერ უყვარდა ვაჟს ეს პორტრეტი:

მზერა, ღიმილი, ნაოჭი, ღილი...

უმზერს დიდ მეფეს... და უცებ ჰხედავს:

პორტრეტზე ორი დაცოცავს მღილი.

ვაჟმა აიღო ძველი გაზეთი,

საგულდაგულოდ რვაჯერ გაკეცა...

...და მოსთქვამს მღილთა მემატიანე:

- ”ეჰ, ჩვენი მეფე ბედმა ჩაკეცა!”

სინამდვილეში გაზეთმა ძველმა

ზედ დაასრისა პორტრეტს მღილები:

მათი მღილური ვითომაზრები,

ვითომპოზები, ვითომღილები...

რამდენიც გინდა უღე სურათი,

მღილი დარჩება ისევე მღილად,

ბოლოს და ბოლოს გაზეთი ძველი

თავში მოხვდება საკადრის წილად!

და შეგვიძლია არ შევაწუხოთ

არცა რუსთველი, არცა ილია,

ისედაც ცხადი არის რადგანაც:

მეფე მეფეა, მღილი მღილია.


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ