მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2952 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ეს დღეც დაღამდა

დღე ცარიელი,

როგორც ის სარკე,

რომელშიც უკვე

შენ აღარ ჩანხარ.

 

 


სულ ვჩქარობთ, ვჩქარობთ

და ვეღარ ვასწრებთ

ქვეყნად

ერთ-ერთ

უმთავრეს საქმეს -

სახით მშვიდით

და ბედნიერით

აყვავებული ატმის წინ დგომას.

 

 


ქუჩის კუთხეში

მოულოდნელად

შევხვდით ერთმანეთს.

რა ნაღვლიანი საღამო იყო...

მე ყვავილები

მიმქონდა

სხვისთვის.

 

 


შემიხტა გული...

ჩემი ფანჯრიდან

შენს აივანზე

როგორ უბრალოდ გადმოფრინდა

ფრთათეთრი მტრედი.

 

 

ბედნიერი

ერთადერთია

ქვეყნად არსება -

ციცინათელა -

თან დაფრინავს

და თან ანთია.

 

 

გუბესთან დგას გოგონა ნაზი,

გაუხელია თვალები ფართოდ,

გაჰყურებს სივრცეს

და წუთი წუთზე ელოდება

ყვავილად ქცევას...

 

 

პატარა ნერგო,

რა ნათელია

სიმშვიდე შენი -

სადაც დაგრგავენ,

იქ აყვავდები.

 

 

 

აბა მაგ საწყალს

რაღა უშველის!..

აივანზე ეძინა თურმე

და სახეზე გადაუარა

სასიკვდილოდ დაჭრილი ჩიტის

ფართქალა ჩრდილმა.

 

 

 

რკინის მესერთან იდგა ბიჭუნა.

მესერს იქით იყო ჟირაფი

საკუთარი სიმაღლით დაღლილს

ჟირაფს

მიწაზე 

დაედო თავი

და მხიარული იაიების

სიცილს ისმენდა.

 

 

 

ღამით არწივი

თავის დიდ ფრთებს

იხუტებს ტანზე

და გულისცემას

ისმენენ ფრთები.

სულ ესაა საიდუმლო

ზეცაში ფრენის.

 

 

 

ნუ დაიბნევით,

თუ სამკურნალოდ

მოგიყვანეს სნეული ჩიტი.

ერთადერთია ჩიტის წამალი -

ფრთებზე მალამოდ უნდა დაადოთ

ცის

ანაჭერი.


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ