მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 769 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: მედეა ზაალიშვილი

 

გამომეთხოვე! მთვარემ სხივი მოჰფინა ჭალებს,

ცისფერ დაისის მქრალი შუქი შესვეს ღრუბლებმა,

გამომეთხოვე! შმაგი ქარი მოუხმობს ღამეს

და ზეცის ნათელს შავი მწუხრი დაეუფლება.


ნუ შეჩერდები! ყოველი ხმა მოგძახის, - წადი!

ნუღარ აცდუნებ ცრემლთა დენით მღელვარ გონებას,

მიჯნურის თვალნი შენთან ყოფნის ფარავენ წადილს

და შენი ვალი დაგიბრუნებს განმარტოებას.


წადი! მოგელის შენი სახლის მდუმარე კარი

და ობოლ კერას დააფრქვიე ცრემლი ულევი,

უმზირე, როგორ მიმოდიან ჩრდილები მქრალი

და ქსელს ხლართავენ სევდიანი მხიარულებით,


შემოდგომის ჟამს ტყე მჭკნარ ფოთლებს დაგაყრის თმებზე

და გაზაფხულზე შენს ფეხთაქვეშ კვირტი იელვებს,

მაგრამ ამ ქვეყნად ყოველივეს სიკვდილი ეძებს,

რომ ცივ ხელებით დაუმკვიდროს სიცარიელე.


იძინებს მთვარე მთების იქით, ისვენებს ქარიც,

ღრუბლის ჩრდილებიც არ იძვრიან ნათელი ღამით,

მცირე ხნით მაინც სულს მოითქვამს ზღვა ბობოქარი

და რაც მოძრაობს, შრომობს, იღწვის - ისვენებს წამით.


შენც დაისვენებ სამარეში და განქარდება

ვით მოჩვენება, შენი სახლი, ბაღნარი შენი,

ხსოვნა და მძაფრი სინანული, მწველი ფიქრები

და ეგ ღიმილი, შენ რომ ასე ძალიან გშვენის...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ