მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 848 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მთლად უცნაურზე უცნაური წყურვილით ვიწვი

და წუთით რაა -

არ მშორდება ოცნება მზეზე…

მე გეუბნები:

ლამაზი ხართ შენცა და მიწაც,

მაგრამ სულ სხვაგვარ სილამაზეს სივრცეში ვეძებ.

და ნაღვლიანობ…

და რატომღაც მეძახი მოცლილს,

რომ თითქოს ავყევ

სიზმარსა და უმიზნო ზღაპარს…

მე ხელებს მოგხვევ, გაგაჩუმებ,

გკოცნი და გკოცნი

და გპირდები, რომ ჩამოგიტან ნისლისფერ კაბას.

შენ მიჯავრდები,

გსურს დააცხრა ფრთები სურვილებს,

მე არხეინად ვაბოლებ და... გაცვივა ფერფლი...

გულმკერდზე ცეცხლად მაწევს შენი თმების სურნელი

და მთელი გულით, მთელი სულით,

უსაზღვროდ გეტრფი.

მე ზევით ვიწევ... შენ მაკავებ,

მეწევი ქვემოთ,

არც გსურს გაიგო - თუ რად ვეტრფი ზეციურ გვირგვინს

და აჰა, ვრჩები,

მაგ ბაგეთა მაბრუებს გემო

და ყველაფერი,

ყველაფერი ირევა ირგვლივ.

შენ მართალი ხარ, ვგრძნობ და ვიცი, და მეც ასევე,

კიდეც ვშორდებით, ვერც ვშორდებით,

და ვართ ამგვარად…

ზეცაზე ფიქრიც,

შენზე ფიქრიც აღარ მასვენებს

და თვით ფიქრებიც დაანგრია დღეთა დგანდგარმა.

მთლად უცნაურზე უცნაური სურვილით ვიწვი,

დავალ, ვოცნებობ, -

ვარსკვლავებზე, მთვარეზე, მზეზე…

და გწყინს, რომ თითქოს მავიწყდებით შენცა და მიწაც,

და გწყინს, რომ თითქოს განშორების მიზეზებს ვეძებ.


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - ნოდარ ნარსია  • • •  ნოდარ ნარსიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ