მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ფეხშიშველები
დგანან ბორცვზე
და უცქერიან
სწრაფად მიმქროლავ ლამაზ ვაგონებს...
მშურს ამ პატარა გოგო-ბიჭების.
მათ არ უნახავთ
ბოლო სადგურში გაჩერებული
დამტვერილი და ცარიელი
დაღონებული მატარებელი.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet