მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1027 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ვარ მოქალაქე მე არამზადა.

უარვყოფ კანონს დღეს გამძაფრებით.

ბოროტ ცხოვრებამ ისე მამზადა,

რომ საწამლავი მესვა ძაბრებით.

საკმაო არის თავის აგდება,

რომ ყველაფერზე აიღო ხელი.

ქაოსი მაინც არ დალაგდება

და ზეკაცისთვის ვიწროა ხვრელი.

მრუშ ბაბილონის მადიდებელი,

სული გაექცა სალოცავს წყრომით.

და პოეზიის მცდარი მხლებელი

საფრენ ტოგაში ვერთობი რომით.

ზღვა სახელები: ნიცშე, პლატონი,

აღარ გაჰყვება მიწას ხსოვნებად.

ვიყო გათრობილ წუთის ბატონი,

დღეს მწამს უდიდეს სიამოვნებად.

მიჰქრის პლანეტა ტრფობით, ვნებებით,

ცივ ნირვანაში მუცლის მგდებელი...

და მე ფოსფორის განათებებით -

ვკივი ყველაფრის დამმონებელი.

ბრძოლა, ქალები, მზე მილიარდი

და მოგრიალე ცის კაბადონი.

სამეფო ეტლით მარად ვიარდი,

მე - ბრაზიანი ასარგადონი.

კაცის მკვლელს გული თუ არ მტკენია.

ჭლექით, ლუესით შეირყა ტვინი.

ღვინით მოვკალი ნევრასტენია

და გადვიქანე ცოდვების ტინი.

გზას საფლავისკენ არ იტყვის მებზე.

გვამს დასაფანტად გრიგალი შებერს.

მაგრამ მანამდი, დემონის ფრთებზე...

დავატრიალებ ქვეყანას ბებერს!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ