მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 889 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ეგ შენი სხეული

დიფირამბს ელოდა,

როგორც ქალს, ავხორცს, ჰაშიში, ჰარემი.

ვნებით სიცხეული

ხარ სამეგრელოდან,

მენადებს გასევენ ცის შემოგარენი.

ჰეტერის ტკივილი ტანაშლილს გატირებს,

თხისფეხით გამორბი ნაპრალზე სილენა,

სილენა დატევრილ მტევნებით რქებზე,

გვერდები ჩაენგრა გალეშილ სატირებს

ტყეებში, კლდეებში და მთების ქვებზე.

წივილით სისხლს წოვენ მზეს მონაწილენი,

სილენა…  სილენა მტევნებით რქებზე.

ფრენები, ფლეიტა, ფერხული - ვისია?

თაფლია ველური და ღვინო - თქეში…

ევოე… ევოე… ეს დიონისია,

მთვრალი და უსირცხვო ყველაზე თქვენში.

მღერიან ღმერთები

ცხრა მზეთ და ორ ცად,

და ჩვენც ავმღერდებით

გადახსნილ ხორცად.

სიტკბოში გატვრენას სქესები ეძებს,

ღმუილი გაჰყვება ატეხილ მხეცებს.

ტრიალებს ტრამალი და ვეტრფით ტრიალს,

შიშველა შროშნებს, თესლებით მტვრიანს.

ველები ივლება ვენახად ვაზის,

შავყელა ყვავილი დავყნოსეთ სხვაფრად,

შეშლილი ვეშვებით ფირუზა ფაზისს

და ტანებს ტალღები ტეხავენ მძაფრად!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ