მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 560 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შენი მუსიკა ცეცხლით მთვრალია

ქარის ფუგებით სულს განიბანდი.

შენთან: სიცოცხლე, მზე, იტალია,

მეფე, კავური და გარიბალდი.

სამ კუბოს ცქერდი ცრემლში თრობილად,

გლოვის ზარს ღამეს რომ არეკიებს

და პოეტისთვის შესანდობელად

ტირილით ტეხდი მაღალ რეკვიემს.

კამელიებით ნაზ ტრავიატას

მე შლეიფები გადამესია.

ჩემი ვარდები ქაირს მიატანს

სადაც აიდა, რადამესია.

ლედი მაკბედი საჯადოქროდან

შენკენ მოჰქროდა ვნებით ცბიერი

სპილოს ძვლის, ვერცხლის, ანდა ოქროდან

გვირგვინს გინთებდა შენ ბარბიერი.

ლენიანოსთან დაიწყო შებმა,

ლომბარდიელნი თვლიდნენ იარებს

და ტრუბადურთა საოცარ ხმებმა -

ეს ქალაქები გადაიარეს.

თეთრი პალაცცო დორიას მკერდი,

გადამთვარული და მოლიბრედო...

მაშინ ცა იყო მაესტრო ვერდი

და ეს ქვეყანა იყო ლიბრეტტო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ