ბუხართან ვზივართ. ტკრციალებს ცეცხლი, უცნაურ ცეკვით გიზგიზებს ალი. ნაზად ირხევა პირბადე ფერფლის და პირბადიდან ათასი თვალი. ზარით ამტყდარა დეკემბრის ქარი, თითქოს ბრმა ღამე აკვნესდა მწარედ, დატყვევებული ღრუბლების ჯარით. როცა ფიქრებში მზეა მაისის, ბუხართან მოვთვლით ამბებს, არაკებს, ჩვენმა ზამთარმა სევდა არ იცის. და ეს რგოლები - უსრულო ჯაჭვად... მოდის ფიქრები და მოგონება, წარსულ დღეთაგან ძნელ ამბებს დაწნავს. მღელვარე გულში გრძნობები ჰქუხან... "ჩემო ძვირფასო“... ვჩურჩულებთ გრძნობით და ეს ჩურჩული ჩაესმის ბუხარს... და ნაპერწკლებად სიხარულს აფრქვევს... არა, ჩვენ ზამთრის ხმა აღარ გვესმის, ქარი ათასკეცს რომ შლიდეს აფრებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |