მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 444 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

მე მარტოობის კუნძულზე ვცხოვრობ:

წიგნის, ნახატის, სიჩუმის ტყეში,

დათვის თვალივით ბრიალა სორო

გალუმპულია ხილვების თქეშით.


აქ აღარ არი შური, სიავე

აქ, მარტოობის ოქროს ნაპირთა.

მე აქ დევები დავიქირავე,

აქ წამოვლალე ქართულ ზღაპრიდან.


დავიმტვერები სხვათა სიზმრებით,

სხვათა ვნებებით, ძიებით, ლტოლვით,

გარდავიქმნები და შევიცვლები

და გამგებელი გავხვდები ყოვლის.


დღეებს ვაღამებ... ღამეებს ვათევ...

და შრიალებენ ფურცლის თაღები

ვეკამათები ავტორებს, სარდლებს,

ვეკამათები ან ვეთანხმები.


ვეზიარები მათ დიად მიზნებს,

მათი სწორი ვარ და თანატოლი

და ტრიუმფალურ ნადიმზე მიწვევს

რომის სასტიკი იმპერატორი.


ყოვლის შემძლე ვარ... დიდებას ვიმკი...

ყველაფერი ვარ, თუ ვარ მარტოკა;

გადაშლილი აქვს მუხლებზე წიგნი

ჩემს მარტოობას - კეთილ ჯადოქარს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ